14 ნოე
ქ. თბილისის მერიაში OGP-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 3 ნოემბერს  ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი მოხალისეობრივი მონიტორინგისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული პლატფორმების ფუნქციონალები. აღნიშნულ ფუნქციონალებთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული სახის, ძირითადად ტეკნიკური ხასიათის შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პლატფორმების საბოლოო ვერსიებში.

ვრცლად
30 ოქტ
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისის მერიაში ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება (იხ: შეხვერდის დღის წესრიგი).

 

შეხვედრის ჩატარების  ადგილი: შარტავას N7; ქ თბილსის მერია; 20-ე სართ. 

შეხვედრის ჩატარების დრო: 15:30 - 17:00

ვრცლად
25 ოქტ
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

შეხვედრას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა მექანიზმებისა და პლატფორმების საზოგადოებისათვის გაცნობის სტრატეგიის დოკუმენტი. ასევე განიხილეს, თბილისის ფორუმის, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი მხარე.

ვრცლად
19 ოქტ
OGP-ის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ: „საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება  15 პიონერი ადგილობრივი მთავრობის ძლიერი შედეგების მიღწევას. ჩვენ ვაღიარებთ გადამწყვეტ კავშირს OGP- ის სტრატეგიულ განახლებაში მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და  OGP- ს შემდგომი ინტეგრირების შორის.'' საორგანიზაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საპილოტე პროგრამები კარგად მუშაობდა და შესაბამისად OGP-მ უნდა შეიმუშაობს მდგრადი საფუძველი თავდაპირველი პროგრამის (მათ შორის IRM- ისგან) გათვალისწინებით, რათა ერთდროულად შესაძლებელი გახდეს  რესურსების ხელმისაწვდომობა და  ხარჯების დაბალანსება.

 ჩვენ მხარს ვუჭერთ 15 ადგილობრივი მთავრობის ჩართვას 2018 წლის სამოქმედო გეგმაში და ვთანხმდებით დამატებით კიდევ 15 პიონერის ჩართვაზე (იხ: ლინკი).

ვრცლად
19 ოქტ
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიაში ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე განხილლული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი მექანიზმებისა და პლათფორმების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგია. ასევე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების პაკეტის ბოლო დამატების, მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის ხარჯვის ინტერაქტიული გამოქვეყნების წესი (იხ: შეხვერდის დღის წესრიგი).

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მერია. 20-ე სართ. 

შეხვედრის დაწყების დრო: 11:00

 

 

ვრცლად
16 ოქტ
ქ. თბილისის მერიასი OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი). სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლატფორმის პილოტირების პროცესის გეგმა და
აღნიშნული პროცესში თანამშრომლობის ორგანიზების საკითხები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამატებით განიხილეს სხდომაზე წარმოდგენილი 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პაკეტის დეტალები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი პლატფორმების საზოგადოებისთვის გაცნობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო ჯგუფისწევრებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები.

ვრცლად
06 ოქტ
OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2017 წლის 10 ოქტომბერს  გაიმართება OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება:

1. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლათფორმების პილოტირების პროცესის დეტალური გეგმის შეთანხმება და თანამშრომლობის პროცესის ორგანიზება;

 2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლათფორმების საზოგადოებისთვის გაცნობის დეტალური გეგმის შეთანხმება და თანამშრომლობის პროცესის ორგანიზება;

 3. 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

 

 

შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას 7, მე-20 სართული.

შეხვედრის დრო: 13:00 - 14:30

 

ვრცლად
04 ოქტ
ტრენინგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის წევრებისათვის

2017 წლის 4 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის წევრებს   ჩაუტარდათ ტრენინგი OGP-ის ფარგლებში შექმნილი მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებით.

ვრცლად
14 სექ
ტრენინგი მერიის სისტემაში შემავალი ერთეულებისათვის

2017 წლის 13-14 სექტემბერს  მერიის სისტემაში შემავალი ერთეულებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტრონული აპლიკაციების მართვისა და OGP-ის ფარგლებში გაწერილი სამუშაო აღწერილობების გაცნობას.

ვრცლად
31 ივლ
OGP-ის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლებისათვის ტრეინინეგების ჩატარება დაიწყო

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლების ტრენინგი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თბილისის სამოქმედო გეგმის მესამე ვალდებულების შესრულების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვას თბილისის მოსახლეობის გამოკითხვისა და მათი ჩართულობის საფუძველზე. 

 

ვრცლად