06 ოქტ
OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2017 წლის 10 ოქტომბერს  გაიმართება OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება:

1. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლათფორმების პილოტირების პროცესის დეტალური გეგმის შეთანხმება და თანამშრომლობის პროცესის ორგანიზება;

 2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლათფორმების საზოგადოებისთვის გაცნობის დეტალური გეგმის შეთანხმება და თანამშრომლობის პროცესის ორგანიზება;

 3. 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

 

 

შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას 7, მე-20 სართული.

შეხვედრის დრო: 13:00 - 14:30

 

ვრცლად
04 ოქტ
ტრენინგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის წევრებისათვის

2017 წლის 4 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის წევრებს   ჩაუტარდათ ტრენინგი OGP-ის ფარგლებში შექმნილი მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებით.

ვრცლად
14 სექ
ტრენინგი მერიის სისტემაში შემავალი ერთეულებისათვის

2017 წლის 13-14 სექტემბერს  მერიის სისტემაში შემავალი ერთეულებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტრონული აპლიკაციების მართვისა და OGP-ის ფარგლებში გაწერილი სამუშაო აღწერილობების გაცნობას.

ვრცლად
31 ივლ
OGP-ის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლებისათვის ტრეინინეგების ჩატარება დაიწყო

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლების ტრენინგი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თბილისის სამოქმედო გეგმის მესამე ვალდებულების შესრულების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვას თბილისის მოსახლეობის გამოკითხვისა და მათი ჩართულობის საფუძველზე. 

 

ვრცლად
31 ივლ
OGP-ს საპილოტე პროგრამის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში
18-20 ივლისს OGP-ს საპილოტე პროგრამის მონაწილე 15 ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლებებმა საპილოტე პროგრამის სხვა მონაწილეებსა და საზოგადოებას მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის დღის წესრიგს.
ვრცლად
11 ივლ
OGP-ს საპილოტე პროგრამის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა ვაშინგტონში
18-20 ივლისს იმართება OGP-ს საპილოტე პროგრამის მონაწილე 15 ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა ვაშინგტონში.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლებები გააცნობენ საპილოტე პროგრამის სხვა მონაწილეებსა და საზოგადოებას მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
ვრცლად
30 მაი
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 30 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი)სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებით გათვალისწინებული “smart map” - ის ადმინისტრირების საკითხები და შექმნილი ელექტრონული პლათფორმა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და შექმნილი ელ-პლათფორმის გაუმჯობესებული ფორმატის  შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.

 

 

ვრცლად
24 მაი
OGP-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერის ვიზიტი თბილისში

29 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის საპილოტე პროგრამის მონაწილე  ქალაქს, ეწვევა და თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერი, ბრიტანი ლეინი.

ვრცლად
24 მაი
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 30 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება: 

1. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებით გათვალისწინებული “smart map” - ის ადმინისტრირებისა და შექმნილი ელექტრონული პლათფორმა.

 2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და შექმნილი ელ-პლათფორმის გაუმჯობესებული ფორმატის  შეთანხმება;

 3. 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; შარტავას ქ. N7 (20-ე სართ).

შეხვედრის ჩატარების  დრო: 30 მაისი, 14:00.

 

ვრცლად
06 აპრ
2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა გახდება

2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის, ბ-ნი ჯო პაუელისა, და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის, ბ-ნი პოლ მაასენის, შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქ. თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და მოკლედ გააცნო OGP-ის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

დისკუსიის მეორე ნაწილში, OGP-ის წარმომადგენლებმა, ჯო პაუელი და პოლ მაასენი, ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ასევე გაიმართა მსჯელობა OGP-ის წინა თავმჯდომარე ქვეყნების კარგ პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე თავმჯდომარეობის წლის განმავლობაში.

ვრცლად