01 მარ
თბილისის მერიამ კორუფციის პრევენციისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ორი პროექტის განხორციელება დაიწყო

დედაქალაქის მერიამ ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. საქმე ეხება კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფას. 

კორუფციული რისკების შეფასების დანერგვა ერთგვარი დამატებითი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მერიის შიდა აუდიტის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გამოავლენს სავარაუდო კორუფციული რისკების მქონე მიმართულებებს და აღნიშნული რისკების აღმოსაფხვრელად დაგეგმავს კონკრეტულ რისკის მართვის ღონისძიებას. წლევანდელი რისკების შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია 13 სავარაუდო კორუფციული რისკი, რომელიც წლის ბოლომდე აღმოფხვრილი იქნება. 

რაც შეეხება მეორე პროექტს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, თბილისის მერია გეგმავს ე.წ. Bottom-Up მოდელის დანერგვით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მერიის სისტემაში საშუალო და ქვედა რგოლის როლის ზრდას. აღნიშნული ინიციატივა, ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე დაინერგება მერიის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულებში. ქვედა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი დასაბუთებული წინადადებები და მიიღონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ქვედა და საშუალო რგოლი ყოველწლიურად, კონფიდენციალური შეფასების სისტემის საშუალებით შეაფასებენ მათ ჩართულობას სამსახურის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

პროექტები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს USAID GGI - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა. რაც შეეხება კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიას, მის შემუშავებაში ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“.
 
ვრცლად
22 სექ
თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID GGI, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა  და თბილისის მერიის ორგანიზებით,  გაიმართა სამუშაო შეხვედრა  "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის" შესრულებაზე თბილისის მერიის მხრიდან პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლებისთვის.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ  ინფორმაცია საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის მისიის, მიზნებისა და ისტორიის შესახებ, განიხილეს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და აქტივობები, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს სტრატეგიის წარმატებით იმპლემენტაციას. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში ახალი პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტების შესახებ, რომელიც მთავრობამ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების   სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლებში.

ვრცლად
24 ივლ
ქ. თბილისის მთავრობამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია დაამტკიცა

2020 წლის 22 ივლისს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია ქ. თბილისის მერიის მიერ 20018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს, USAID-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (GYLA) აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის შესრულების მნიშვნელობაზე ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით.

სტრატეგია მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას:

  • მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • კორუფციული რისკების შემცირება;
  • მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა;
  • ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა;
  • კეთილსინდისიერების ამაღლება;

სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლებში.

ვრცლად
31 იან
გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ორგანიზებით, კეთილსინდისიერების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა. სტრატეგია ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის მერიის მიერ აღებული ვალდებულების ფარგლებში განხორციელდება. სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს:

 • ღია და გამჭვირვალე მმართველობას, კორუფციისგან თავისუფალი სისტემის შექმნას;

 • მოსახლეობის კეთილდღეობისა და თბილისის ეკონომიკურ ზრდას;

 • მერიის მიმართ სანდოობის გაზრდას.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ჭინჭარაულმა, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის წარმომადგენელმა ლევან სამადაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ. მომხსენებლებმა ყურადღებასტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და დამსწრე საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდეს. ღონისძება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასებების წარმოდგენის საშუალება მიეცათ.

ვრცლად
30 იან
დღეს დიდუბის გამგეობამ უმასპინძლა თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივ განხილვას
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საზოგადოებრივი განხილვები უკვე გაიმართა საბურთალოსა და დიდუბის გამგეობებში. თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულების შესრულების მიზნით თბილისის მერიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან
ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში შეიმუშავა ქ. თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია. სამოქმედო გეგმის თანახმად,

სტრატეგიის შემდგომი დახვეწისთვის აუცილებელია თბილისის მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებასთან მისი განხილვა.

სწორედ ამ მიზნით თბილისის მერიამ დაიწყო დოკუმენტის საზოგადოებრივი განხილვების პროცესი და ამ მიზნით დღეს უკვე დიდუბის გამგეობაში გაიმართა  თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივი განხილვა.
ვრცლად
29 იან
დღეს გლდანის გამგეობაში გაიმართა  თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივი განხილვა

თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულების შესრულების მიზნით თბილისის მერიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან
ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში შეიმუშავა ქ. თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია. სამოქმედო გეგმის თანახმად,
სტრატეგიის შემდგომი დახვეწისთვის აუცილებელია თბილისის მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებასთან მისი განხილვა.

სწორედ ამ მიზნით თბილისის მერიამ დაიწყო დოკუმენტის საზოგადოებრივი განხილვების პროცესი და ამ მიზნით დღეს გლდანის გამგეობაში გაიმართა თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივი განხილვა.

ვრცლად
03 ივლ
თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მორიგი ანგარიში ჩაიბარა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მორიგი ანგარიში ჩაიბარა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო.

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ანგარიში ჩაიბარა.

სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ განიხილა და დაამტკიცა:

  1. 2018-20 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების - „ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვისთვის“ შემუშავებული ელ-პორტალის ფორმატი და მიიღო აღნიშნული მექანიზმის ინსტრუქციის ფინალური ვერსია, რომელიც დასამტკიცებლად მიეწოდა უფლებამოსილ პირს.
  2. სამუშაო ჯგუფმა ასევე დაამტკიცა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტისა და თბილისის მერიის თვითშეფასების დოკუმენტის ფინალური ვერსიები.
ვრცლად
02 აპრ
თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ჩაიბარა

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ანგარიში ჩაიბარა. OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადება, მისი შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.

თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარე შესრულების მდგომარეობის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი ანგარიში მოიცავდა მერიის საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესებს. სამუშაო ჯგუფმა ასევე განიხილა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტისა და თბილისის მერიის თვითშეფასების დოკუმენტის არსებული სამუშაო ვერსიები.

ვრცლად
21 სექ
თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მეექვსე, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ შეაჯერა პოზიციები იმ 5 ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფმა ორი თვის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, აქტიურად იმუშავა.

ვალდებულებებში ასახულია ის გზები, რომელიც მერიის მმართველობით პროცესებში საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.

როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გოგა კიკნაძემ განაცხადა, შეიქმნება უნიკალური ელექტრონული პლატფორმები, რომელთა მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, ჩაერთოს მმართველობით პროცესში, გაუზიაროს თავისი იდეები მერიას სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებები, რომელიც გაწერილია სამოქმედო გეგმაში, ძირითადად, ინიცირებულია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

„ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებდით შეხვედრას სამიზნე ჯგუფებთან და მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისის მთავრობა დაგვიმტკიცებს შემუშავებულ დოკუმენტს და თბილისი ჩაეწერება იმ ქალაქებს შორის, რომელთაც უკვე აქვთ სამოქმედო გეგმა და მასში ასახული ვალდებულებების შესრულებით უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიის ძირითადი პრინციპები - ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა გოგა კიკნაძემ.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული დოკუმენტის პროექტი თბილისის მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.

ვრცლად
07 სექ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

 

07 სექტემბერი, 14:00 საათი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ზოგადად თბილისის მოსახლეობისთვის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები

ძირითადი სამიზნე ჯგუფი :

ახალგაზრდები, სტუდენტები და აკადემიური წრეები, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სულ 20 მონაწილე.

თბილისის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ, საჯარო კონსულტაციის მონაწილეებს წარუდგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში. აღნიშნული შეეხებოდა სამოქმედო გეგმაში ჩართულობისა და სამოქალქო აქტივობის პორტალის “Smart Map”-ის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ელექტრონული სერვისების, თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და თბილისის მერიის ღია მონაცემების ბაზების შედგენას.

სტუდენტებმა დასვეს წარდგენილი ჩართულობითი და საინფორმაციო მექანიზმების შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვები. სტუდენტებბმა ასევე იმსჯელეს ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და სამშენებლო პროცესში მეტი გამწვანებული სივრცის გათვალისწინების საკითხებზე.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 15:20 საათი

ვრცლად