11 ივლ
დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს. შეხვედრაზე თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ჯგუფის საქმიანობის განრიგი განიხილეს.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი კიკნაძის განცხადებით, ორწლიან სამოქმედო გეგმას თბილისის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

„დღეს მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი დღის წესრიგი, რომელშიც საფეხურების მიხედვით გაწერილია, თუ რა საქმიანობას გაწევს შემდგომში სამუშაო ჯგუფი. მოცემულია კონკრეტული ვადები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, უკვე საბოლოო დოკუმენტი - ორწლიანი სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე, სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, ამ დოკუმენტის მიღება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ვრცლად
16 ივლ
OGP-ის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში გამართულ,  ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა.

ილია ელოშვილმა სიტყვით გამოსვლისას ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ღია მმართველობა ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დადებითი შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის.

ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, თბილისის მერიისა და OGP-ის ორგანიზებით გაიმართა. 

შეხვედრაში OGP-ის  ადგილობრივი ხელისუფლებების პროგრამაში ჩართული, 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესი და მისი ძირითადი მიზნები.

„დღეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობასთან ერთად  განვიხილავთ საკითხებს,  თუ როგორ  უნდა გახდეს მთავრობა უფრო მეტად რეაგირებადი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და საბოლოოდ, როგორ უნდა ემსახუროს მთავრობა თავის მოქალაქეებს და საკუთარ თავს“, - განაცხადა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერმა, ბრიტანი ლეინმა.

ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს კი თბილისი 17 ივლისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს.  სამიტში 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად
08 თებ
IRM-ის წინასწარი მიმოხილვა თბილისის სამოქმედო გეგმის შესახებ

OGP-ის ვებ გვერდზე IRM-ს  ანგარიშის წინარე ვერსიის საჯაროდ გამოქვეყნდა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ 21 თებერვლამდე ონლაინ რეჟიმში იმუშაოთ დოკუმენტზე და გამოაქვეყნოთ კომენტარები (იხ: ლინკი).

ვრცლად
20 დეკ
აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმი გაიმართა
2017 წლის 14-15 დეკემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები (იხ: ლინკი).  აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმში მონაწილეობდა 75 სახელმწიფოსა და 15 ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 
 
თბილისის წარმომადგენლობამ პარტნიორებს წარუდგინა ღია მმართველობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და ის რეფორმები, რომლებიც   დადებითად ცვლიან მმართველობის კულტურას თბილისში.
 
ასევე, თბილისი მოხვდა ადგილობრივი ხელისუფლებებისა და სახელმწიფოთა იმ ჩამონათვალში, რომლებმაც თავიანთი შესრულებული საქმიანობის გამო უფლება მოიპოვეს სამომავლოდ აპლიკაცია წარადგინონ OGP Multi Donor Trust Fund - ისაგან დაფინანსების მოპოვების მიზნით. 

 

ვრცლად
14 ნოე
ქ. თბილისის მერიაში OGP-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 3 ნოემბერს  ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი მოხალისეობრივი მონიტორინგისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული პლატფორმების ფუნქციონალები. აღნიშნულ ფუნქციონალებთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული სახის, ძირითადად ტეკნიკური ხასიათის შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პლატფორმების საბოლოო ვერსიებში.

ვრცლად
30 ოქტ
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისის მერიაში ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება (იხ: შეხვერდის დღის წესრიგი).

 

შეხვედრის ჩატარების  ადგილი: შარტავას N7; ქ თბილსის მერია; 20-ე სართ. 

შეხვედრის ჩატარების დრო: 15:30 - 17:00

ვრცლად
25 ოქტ
ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

შეხვედრას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა მექანიზმებისა და პლატფორმების საზოგადოებისათვის გაცნობის სტრატეგიის დოკუმენტი. ასევე განიხილეს, თბილისის ფორუმის, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი მხარე.

ვრცლად
19 ოქტ
OGP-ის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ: „საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება  15 პიონერი ადგილობრივი მთავრობის ძლიერი შედეგების მიღწევას. ჩვენ ვაღიარებთ გადამწყვეტ კავშირს OGP- ის სტრატეგიულ განახლებაში მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და  OGP- ს შემდგომი ინტეგრირების შორის.'' საორგანიზაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საპილოტე პროგრამები კარგად მუშაობდა და შესაბამისად OGP-მ უნდა შეიმუშაობს მდგრადი საფუძველი თავდაპირველი პროგრამის (მათ შორის IRM- ისგან) გათვალისწინებით, რათა ერთდროულად შესაძლებელი გახდეს  რესურსების ხელმისაწვდომობა და  ხარჯების დაბალანსება.

 ჩვენ მხარს ვუჭერთ 15 ადგილობრივი მთავრობის ჩართვას 2018 წლის სამოქმედო გეგმაში და ვთანხმდებით დამატებით კიდევ 15 პიონერის ჩართვაზე (იხ: ლინკი).

ვრცლად
19 ოქტ
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიაში ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე განხილლული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი მექანიზმებისა და პლათფორმების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგია. ასევე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების პაკეტის ბოლო დამატების, მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის ხარჯვის ინტერაქტიული გამოქვეყნების წესი (იხ: შეხვერდის დღის წესრიგი).

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მერია. 20-ე სართ. 

შეხვედრის დაწყების დრო: 11:00

 

 

ვრცლად
16 ოქტ
ქ. თბილისის მერიასი OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი). სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლატფორმის პილოტირების პროცესის გეგმა და
აღნიშნული პროცესში თანამშრომლობის ორგანიზების საკითხები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამატებით განიხილეს სხდომაზე წარმოდგენილი 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პაკეტის დეტალები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი პლატფორმების საზოგადოებისთვის გაცნობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო ჯგუფისწევრებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები.

ვრცლად