06 სექ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

საჯარო კონსულტაციის გამართვის ადგილი - ისნის რაიონის გამგეობა

06.09.2018

საჯარო კონსულტაციის დაწყების დრო: 12:00 საათი

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული უმცირესობების საკითხებითა და გენდერული საკითხებით დაინტერესებული პირები, სულ 15 ადამიანი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს მერიამ ეროვნული და სხვა სახის უმცირესობების ინტერესების მიმართ პასუხისმგებლიანი, ასევე გენდერულად მეტად სამართლიანი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები.

ძირითადი სამიზნე ჯგუფი:

გენდერულ საკითხებზე, ასევე ეროვნული უმცირესობებისა და სხვა სახის უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, თბილისის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ, მონაწილეებს წარუდგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში. აღნიშნული შეეხებოდა სამოქმედო გეგმაში ჩართულობისა და სამოქალქო აქტივობის პორტალის “Smart Map”-ის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ელექტრონული სერვისების, თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და თბილისის მერიის ღია მონაცემების ბაზების შედგენას.

საჯარო კონსულტაციის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და იდეები, რომლებიც შეეხებოდა თბილისის რამდენიმე ორ უკიდურეს წერტილს შორის უწყვეტი სატრანსპორტო ხაზის საჭიროებას, ტრანსპორტის გაჩერებებზე ტრანსპორტის რუკების საჭიროებასა და ნაგვის გატანა-გადამუშავების საკითხის დარეგულირებას.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 13:15 საათი

ვრცლად
04 სექ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

2018 წლის 3სექტემბერი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

თბილისი, თამარაშვილის 10ა

 

შეხვედრას დაესწრნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები, სულ 40 ადამიანი.

თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წევრმა, ლადო ხასიამ სამიზნე აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო ქ. თბილისის მერიის მიერ როგორც დანერგილი, ისე სამომავლოდ შესაძლო შესამუშავებელი სამოქალაქო ჩართულობისთვის განკუთნილი საშუალებები და პლათფორმები. საჯარო კონსულტაციის დამსწრეებმა, ასევე, მოისმინეს ანგარიში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებებისა და გასულ შეხვედრაზე მათ მიერ წამოჭრილი საკითხებისა და იდეების შესაბამისი განვითარების შესახებ.

საჯარო კონსულტაციის თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დონეზე ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები.

დაისვა შემდეგი კითხვები და გამოითქვა მოსაზრებები:

 

  • კონსულტაციების მონაწილეებმა გამოიკითხეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმაში არსებული ვალდებულებების შესრულების ვადებისა და პროცესის სესახებ.
  • მონაწილეებმა განიხილეს თუ როგორ მოხდება მოსახლეობის ინტერესებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისას.
  • მსჯელობა შეეხო ელექტრონული სერვისებისა და სხვა საშუალებების მოქალაქეების მიერ გამოყენებისას თბილისის მერიის მხრიდან რეაგირების პირობებსა და ვადებს.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 13:30 საათი

 

მარიამ ჭანტურია

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ვრცლად
28 აგვ
საჯარო კონსულტაციები თბილისის მოსახლეობასთან

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, აგრძელებს შეხვედრების ციკლს თბილისის მეორე ეტაპს მოსახლეობასთან. თბილისის მერია საჯარო კონსულტაციებს გამართავს თბილისის მოსახლეობასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რომელიც დაესწრება ამ მიზნით წინასწარ დანიშნულ საჯარო შეხვედრებს.

საჯარო კონსულტაციების მიზანია თბილისის მერიამ მეტად ჩართოს მოსახლეობა მმართველობის პროცესში მოსახლეობის საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და თბილისის მმართველობის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ურუნველყოფისთვის.

საჯარო კონსულტაციების მეორე ეტაპი გაგრძელდება 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

თბილისის მერიამ თბილისის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების პირველი ეტაპის შედეგად შეიმუშავა ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. სწორედ ამ ვერსიის განხილვა მოხდება თბილისის მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების მეორე ეტაპის დროს (31 აგვისტო - 07 სექტემბერი). ამრიგად თბილისის მერია ჩააბარებს მოსახლეობას ანგარიშს მათი საჭიროებების შესაბამისი პროგრესის შესახებ და თბილისელებთან ერთად კიდევ უფრო განავითარებს სამოქმედო გეგმას.

საჯარო კონსულტაციების მეორე ეტაპზე საჯარო კონსულტაციები გაიმართება:

  1. 31 აგვისტო, 12:00 საათი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., 5-6 მ/რ შორის, საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, მეოთხე სართული, საკონფერენციო დარბაზი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება (მაგალითად ასეთი მექანიზმია „შენი იდეა თბილისის მერს“ https://idea.tbilisi.gov.ge/home, რომელიც სწორედ თბილისელების საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი სურვილის შესაბამისად შეიქმნა).

 

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირების საჭიროებების შესაბამისი ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

 

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის) - შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 03 სექტემბერი, 12:00 საათი, თამარაშვილის 10ა, ვაკის რაიონის გამგეობა

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დონეზე ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, მათი თავმჯდომარეები, მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 06 სექტემბერი, 12:00 საათი, ქეთევან წამებულის N 27, სასტუმრო ძველი თბილისი, საკონფერენციო დარბაზი.

 

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

 

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს მერიამ ეროვნული და სხვა სახის უმცირესობების ინტერესების მიმართ პასუხისმგებლიანი, ასევე გენდერულად მეტად სამართლიანი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

 

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

გენდერულ საკითხებზე, ასევე ეროვნული უმცირესობებისა და სხვა სახის უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

 

  1. 05 სექტემბერი, 12:00 საათი. ტაბახმელა-კოჯორის გზატკეცილი 49 (პოლიციის შენობასთან)

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

 

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ე.წ. „ახლად შემოერთებული ტერიტორიების“ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

 

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ე.წ. „ახლად შემოერთებული ტერიტორიების“ მოსახლეობა, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 04 სექტემბერი, 12:00 საათი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ქ. თბილისი, შარტავას 7, მე-20 სართული

 

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

 

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ ბიზნეს სექტორისთვის მერიის საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

 

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ბიზნეს სექტორი, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

 

6.     07 სექტემბერი, 13:00 საათი. დავით აღმაშენებლის გამზ. 89/24, მე-6 სართული

 

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

 

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ზოგადად თბილისის მოსახლეობისთვის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

 

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ახალგაზრდები, სტუდენტები და აკადემიური წრეები, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

ვრცლად
13 აგვ
თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე თბილისის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საზოგადოების გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და ვალდებულებები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმ იდეებზეც იმსჯელეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და პროაქტიური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების განვითარებას ეხება.

დღევანდელ შეხვედრაზე OGP-ის კომისიის თანათავმჯდომარედ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ანა კალანდიშვილის კანდიდატურა დასახელდა.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი კიკნაძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებულ ორწლიან სამოქმედო გეგმას თბილისის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

„თბილისის მერიაში OGP-ის ჯგუფის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან თანათავმჯდომარეობის პრინციპი დამტკიცდა. კომისიას ორი თავმჯდომარე ეყოლება. ერთს წარმოვადგენ მე, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურის შესაბამისად, თანათავმჯდომარე ანა კალანდიშვილი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე საჯარო კონსულტაციების შედეგად, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები განვიხილეთ. 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების სამიზნე ჯგუფებს შევხდით, სადაც ის ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია და რომელიც ჩვენს სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული. აღნიშნულ სამოქმედო გეგმას დედაქალაქის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ვრცლად
10 აგვ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

08 აგვისტო, 11:00 საათი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ზოგადად თბილისის მოსახლეობისთვის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი :

ახალგაზრდები, სტუდენტები და აკადემიური წრეები, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, სულ 37 მონაწილე.

ღია მმართველობის თბილისის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ გააცნო მონაწილეებს ინფორმაცია ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და 2018-2020 წლის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაზე დაწყებული მუშაობის შესახებ. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ ძირითად საკითხებს, მათ შორის - მონაწილეობით ბიუჯეტირების, ელ-სერვისების დანერგვის და მათი საშუალებით მოსახლეობის ჩართულობის წახალისებასა და ინტერაქტიული საინფორმაციო თუ რეაგირების სისტემების დანერგვასთნ დაკავშირებით („Smart Map“).

მონაწილეთა შეკითხვები შეეხებოდა განსახილველი პლათფორმების სანდოობის ხარისხზე გარკვეული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის ზეგავლენას და ასევე მერიის თანამშრომელთა სათანადო დატრენინგებას, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის მეტად დაახლოვებას კარგი მმართველობის მოთხოვნებთან. მონაწილეთა შეკითხვები და მოსაზრებები ასევე შეეხებოდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების დროს მოსახლეობის მიერ შეჯერებული მიმართულებების განხორციელებადობის ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლო პროცედურას.

ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა მონაწილეებს მოუწოდა მათთან მომდევნო საჯარო კონსულტაციამდე დარჩენილი ერთი თვე გამოიყენონ ახალი იდეების გენერირებისთვის და მიმართონ მას როგორც საკონტაქტო პირს. საჯარო კონსულტაციების დასასრულს, მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მეტად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 12:30 საათი

ვრცლად
30 ივლ
დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფმა რიგით მეორე სხდომა გამართა. სხდომაზე ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ჯგუფს არასამთავრობო სექტორიდან თანათავმჯდომარე ეყოლება.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გიორგი კიკნაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. ჯგუფის წევრები მოსახლეობას OGP-ის სამოქმედო გეგმას გააცნობენ და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას განუმარტავენ.

გიორგი კიკნაძის თქმით, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით შეირჩა თემატური ჯგუფები, რომლებთანაც ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება.

„სამუშაო ჯგუფს ეყოლება თანათავმჯდომარე არასამთავრობო სექტორიდან, რაც მისასალმებელი პროცესია. გარდა ამისა, გრძელვადიანი დღის წესრიგის მიხედვით, ვიწყებთ შეხვედრას ფოკუს ჯგუფებთან. მოსახლეობას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას, თუ რაზე არის საუბარი OGP-ის ირგვლივ და როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესებში. შეირჩა თემატური ჯგუფები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები, რომელსაც ექნება სისტემატური ხასიათი. ჩვენს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება თითოეული სეგმენტის აზრი“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.

ვრცლად
25 ივლ
საჯარო კონსულტაციები თბილისის მოსახლეობასთან

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, იწყებს შეხვედრების ციკლს თბილისის მოსახლეობასთან. თბილისის მერია საჯარო კონსულტაციებს გამართავს თბილისის მოსახლეობასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რომელიც დაესწრება ამ მიზნით წინასწარ დანიშნულ საჯარო შეხვედრებს.

საჯარო კონსულტაციების მიზანია თბილისის მერიამ მეტად ჩართოს მოსახლეობა მმართველობის პროცესში მოსახლეობის საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და თბილისის მმართველობის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ურუნველყოფისთვის.

საჯარო კონსულტაციები ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - 31 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით; მეორე ეტაპი - 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

თითოეული საჯარო კონსულტაციის ჩატარების თარიღის, დროის, ადგილის, თემატიკისა და ქვესაკითხების შესახებ წინასწარ განთავსდება ინფორმაცია ვებ-გვერდზე (ogp.tbilisi.gov.ge), რათა თითოეულმა თბილისელმა შეძლოს მისთვის საინტერესო საკითხებზე გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა.

თბილისის მერია თბილისის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების პირველი ეტაპის შესაბამისად 20 აგვისტომდე შეიმუშავებს ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიას. სწორედ ამ ვერსიის განხილვა მოხდება ისევდაისევ თბილისის მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების მეორე ეტაპის დროს (31 აგვისტო - 07 სექტემბერი). ამრიგად თბილისის მერია ჩააბარებს მოსახლეობას ანგარიშს მათი საჭიროებების შესაბამისი პროგრესის შესახებ და თბილისელებთან ერთად კიდევ უფრო განავითარებს სამოქმედო გეგმას.

საჯარო კონსულტაციების პირველი ეტაპის პირველი სამი საჯარო კონსულტაცია გაიმართება:

  1. 31 ივლისი, 12:00 საათი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., 5-6 მ/რ შორის, საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, მეოთხე სართული, საკონფერენციო დარბაზი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება (მაგალითად ასეთი მექანიზმია „შენი იდეა თბილისის მერს“ https://idea.tbilisi.gov.ge/home, რომელიც სწორედ თბილისელების საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი სურვილის შესაბამისად შეიქმნა).

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირების საჭიროებების შესაბამისი ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის) - შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 01 აგვისტო, 12:00 საათი, თამარაშვილის 10ა, ვაკის რაიონის გამგეობა

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დონეზე ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, მათი თავმჯდომარეები, მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 02 აგვისტო, 12:00 საათი, ქეთევან წამებულის N 27, სასტუმრო ძველი თბილისი, საკონფერენციო დარბაზი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა უზრუნველყოს მერიამ ეროვნული და სხვა სახის უმცირესობების ინტერესების მიმართ პასუხისმგებლიანი, ასევე გენდერულად მეტად სამართლიანი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

გენდერულ საკითხებზე, ასევე ეროვნული უმცირესობებისა და სხვა სახის უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

პირველი სამი საჯარო კონსულტაციის შინაარსობრივ ნაწილს, 30 ივლისს დანიშნული ღია მმართველობის თბილისის სამუშაო ჯგუფის სხდომის შედეგად, შესაძლოა დაერთოს გარკვეული დამატებები, რაც გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ogp.tbilisi.gov.ge.

ვრცლად
19 ივლ
თბილისის მერის მოადგილემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალურ სამიტს დაესწრო და პანელში სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“ მიიღო მონაწილეობა.

მაია ბითაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და მცირე დროში პოპულარობაც მოიპოვა პლატფორმამ „შენი იდეა ქალაქის მერს“.

„პლატფორმა  „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც არის ინოვაციისა და მოქალაქეთა საჭიროების სინთეზი, გახდა ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი მონაწილეთათვის. ვფიქრობ, ძალიან  მნიშვნელოვანია ზოგადად, საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ეხება იმავე ადამიანებს.  თბილისის მერია,  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდეს.  ჩვენი სამოქმედო  გეგმა ღია მმართველობის  სამომავლო ვალდებულებების  შესრულების თვალსაზრისით, რომელსაც   სექტემბერში  წარმოვადგენთ იქნება ძალიან ამბიციური“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი დღეს დასრულდა. ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, 17- დან 19 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა.

ვრცლად
18 ივლ
კახა კალაძემ OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, დედაქალაქის მერიაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქმიანობა უკვე დაიწყო.

„მე და ჩემმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ, თბილისის მართვა გადავიბარეთ. ამ პერიოდში მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფი დროულად ჩამოყალიბდა, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული პირები, მერიისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, ფართო წარმომადგენლობითობის მქონე ორგანიზაციები შედიან. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა და ღიაა დაინტერესებული პირების სამუშაო პროცესში ჩართვის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ფუნქციონირებადი და ღია მმართველობის დანერგვა წარმოადგენს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმას, კახა კალაძის თქმით, დოკუმენტის შინაარსი თბილისის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობაზე, საჯარო კონსულტაციებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, დავამსხვრიოთ და ქალაქის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობა, საზოგადოება ჩავრთოთ. ასევე, მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წვდომა და ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რის განხორციელებასაც დედაქალაქში ვგეგმავთ. ამ მიზნით, შევქმენით საინტერესო პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დღეს თბილისს ჰყავს მთავრობა, რომლისთვისაც ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმად ქცევა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, თუმცა მზად ვართ, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სიტყვის დასასრულს, კახა კალაძემ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერონ, ასევე, დააგემოვნონ ქართული ღვინო და სამზარაულო.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი, რომელიც თბილისში 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა.

სამიტის ფარგლებში, საქართველო „ღია მმართველობა-საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელზეც იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, ღია მმართველობისთვის საჯარო რესურსების უკეთ მართვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცებას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს.

ვრცლად
16 ივლ
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეებისთვის მიღება გამართა.

კახა კალაძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს ვუმასპინძლოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ იმ პრინციპების მხარდაჭერას, რომელსაც ეს ინიციატივა ითვალისწინებს. მზად ვართ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქის მართვაში მოსახლეობა ჩაერთოს და ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში გამართულ მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს.

სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

ვრცლად