06 აპრ
ქ. თბილისის მერიაში OGP- ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 31 მარტს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).  სამუშაო ჯგუფის წევრებმა თემატურად და შემდგომ მუხლობრივად განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, 2017 წლის, თბილისის სამოქმედო გეგმის მეხუთე ვალდებულებით გათვალისწინებული საკითხი, კერძოდ სამოქალაქო მონიტორინგის წესის პროექტი. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა რამდენიმე შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნები, რომლებიც აისახება საბოლოო პროექტში. ასევე განხილულ იქნა 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) სამუშაო ვარიანტი. მასთან  დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები აისახება  პეტიციის საბოლოო პროექტში.

 

ვრცლად
29 მარ
თბილისის მერიაში OGP- ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 31 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება: 

 1.ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და ელექტრონული მხარე;

2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეხუთე ვალდებულებით გათვალისწინებული საკითხების, სამოქალაქო მონიტორინგის წესი;

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება  2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; შარტავას ქ. N7 (20-ე სართ).

შეხვედრის ჩატარების  დრო: 31 მარტი, 11:00.

ვრცლად
03 თებ
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 2 თებერვალს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის შესრულების  მიმდინარეობა. სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ 2017 წლის იანვარ-თებერვლის სამოქმედო გეგმას და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები (იხ. სხდომის ოქმი)

ვრცლად
30 იან
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 2 თებერვალს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მიმდინარეობა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნობიან 2017 წლის იანვარ-თებერვლის სამოქმედო გეგმას.

ვრცლად
12 დეკ
პარიზის 2016 წლის გლობალურ სამიტზე საჯაროდ დამტკიცდა და საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში 2016 წლის 7-9 დეკემბერს პარიზში გაიმართა რიგით მეოთხე გლობალური სამიტი.

რამდენიმე წელია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, სახელმწიფო და ახლა უკვე ადგილობრივი ხელიხუფლებების რეფორმატორთა წრის გაფართოებისა და სტიმულირებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამიტზე იკრიბებიან მთავრობების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება თუ საუკეთესო პრაქტიკა და  ერთობლივად იზრუნონ ღია მთავრობის სამომავლო გეგმების განსაზღვრაზე.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე მონაწილეობდა 70 ქვეყნისა და 15 ადგილობრივი ხელისუფლების 3000 წარმომადგენელი.

ღია მმართველობის პრატნიორობის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 15 ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარიზში ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის დელეგაციაც. თბილისის მერმა და მერის მოადგილემ, ნინო ხატისკაცმა თავიანთ გამოსვლებში შეაჯამეს თბილისში არსებული მდგომარეობა ღია მმართველობის კუთხით და ისაუბრეს სამომავლო გამოწვევებსა და დაგეგმილ პროგრესზე. სამიტის ფარგლებში თბილისის მერმა ხელი მოაწერა ადგილობრივი ხელისუფლებების ღია მმართველობის დეკლარაციას.

პარიზის 2016 წლის გლობალურ სამიტზე საჯაროდ დამტკიცდა და საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც დაიწყება 2017 წლის იანვრიდან და დასრულდება 2017 წლის დეკემბერში.

 

 

ვრცლად
17 ნოე
თბილისის მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

   16 ნოემბერს თბილისის მთავრობამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 7-9 დეკემბერს პარიზის სამიტზე წარუდგენს საერთაშორისო საზოგადოებას.

   სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი, სამოქალაქო სექტორისა თუ სხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლი და მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფებთან საჯარო კონსულტაციების საფუძველზე შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2017 წლისთვის შესასრულებელ 5 ძირითად ვალდებულებას (იხ. ბმული) აღნიშნული ვალდებულებების შესრულება თბილისის მერიას გახდის უფრო ანგარიშვალდებულს საზოგადოების მიმართ და არსებითად აამაღლებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივ ჩართულობას თბილისის მერიის მმართველობით საქმიანობაში.

   შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ვალდებულებებს თბილისი იღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საპილოტე პროგრამის ფარგლებში და ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც  მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ.

ვრცლად
09 ნოე
OGP-ის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, OGP-ის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოიწონეს და განიხილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია, რომელიც გადაიგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შემდგომში მთავრობაზე გასატანად და დასამტკიცებლად.

ვრცლად
08 ნოე
OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

9 ნოემბერს, ოთხშაბათს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შემაჯამებელ შეხვედრას, რომელზეც განიხილავს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს.

შეხვედრის გამართვის დრო და ადგილი:

9 ნოემბერი 15:00-დან 17:00-მდე

შარტავას ქ N7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 20-ე სართ.  

ვრცლად
04 ნოე
დასრულდა საჯარო კონსულტაციების ეტაპი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, მათ შორის: თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები; სოციალურად დაუცველი მოქალაქეები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თვამჯდომარეები და საზოგადოებრივი საბჭოები; ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინტერეს-ჯგუფებთან შედეგა 6 შეხვედრა და დამსწრეთა რაოდენობა ჯამში იყო 120 ადამიანი. ბენეფიციარებთან დაკავშირება მოხდა წინასწარ, გამგეობების და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მეშვეობით.

ასევე ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ“ სამუშაო შეხვედრების ციკლის ფრაგლებში გამართა კიდევ 5 შეხვედრა, რომელსაც ჯამში 120 ახალგაზრდა დაესწრო. ახალგაზრდები გაეცნენ  „ღია მმართველობა პარტნიორობის’’ პროექტს და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. შეხვედრების ციკლი სრულდება ნოემბრის პირველ კვირაში.

ჯამში გაიმართა 11 შეხვედრა 240 სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობისა და პროფესიული კუთვნილების მოქალაქესთან. 

ვრცლად
04 ნოე
დასრულდა შეხვედრები ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ“ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამართა შეხვედრების ციკლი ინტერესთა ჯგუფებთან: ახალგაზრდები, სტუდენტები, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ ხუთი შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ 120 ბენეფიციარს და მიაწოდეს მათ ინფორმაცია  ახალგაზრდული ღონისძიებების და პროეტ „ღია მმართველობა პარტნიორობისთვის'' შესახებ.

ვრცლად