ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

 

07 სექტემბერი, 14:00 საათი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ზოგადად თბილისის მოსახლეობისთვის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები

ძირითადი სამიზნე ჯგუფი :

ახალგაზრდები, სტუდენტები და აკადემიური წრეები, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სულ 20 მონაწილე.

თბილისის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ, საჯარო კონსულტაციის მონაწილეებს წარუდგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში. აღნიშნული შეეხებოდა სამოქმედო გეგმაში ჩართულობისა და სამოქალქო აქტივობის პორტალის “Smart Map”-ის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ელექტრონული სერვისების, თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და თბილისის მერიის ღია მონაცემების ბაზების შედგენას.

სტუდენტებმა დასვეს წარდგენილი ჩართულობითი და საინფორმაციო მექანიზმების შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვები. სტუდენტებბმა ასევე იმსჯელეს ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და სამშენებლო პროცესში მეტი გამწვანებული სივრცის გათვალისწინების საკითხებზე.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 15:20 საათი