ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

08 აგვისტო, 11:00 საათი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა უზრუნველყოს თბილისის მერიამ თბილისის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ზოგადად თბილისის მოსახლეობისთვის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი :

ახალგაზრდები, სტუდენტები და აკადემიური წრეები, დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, სულ 37 მონაწილე.

ღია მმართველობის თბილისის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ გააცნო მონაწილეებს ინფორმაცია ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და 2018-2020 წლის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაზე დაწყებული მუშაობის შესახებ. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ ძირითად საკითხებს, მათ შორის - მონაწილეობით ბიუჯეტირების, ელ-სერვისების დანერგვის და მათი საშუალებით მოსახლეობის ჩართულობის წახალისებასა და ინტერაქტიული საინფორმაციო თუ რეაგირების სისტემების დანერგვასთნ დაკავშირებით („Smart Map“).

მონაწილეთა შეკითხვები შეეხებოდა განსახილველი პლათფორმების სანდოობის ხარისხზე გარკვეული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის ზეგავლენას და ასევე მერიის თანამშრომელთა სათანადო დატრენინგებას, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის მეტად დაახლოვებას კარგი მმართველობის მოთხოვნებთან. მონაწილეთა შეკითხვები და მოსაზრებები ასევე შეეხებოდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების დროს მოსახლეობის მიერ შეჯერებული მიმართულებების განხორციელებადობის ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლო პროცედურას.

ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა მონაწილეებს მოუწოდა მათთან მომდევნო საჯარო კონსულტაციამდე დარჩენილი ერთი თვე გამოიყენონ ახალი იდეების გენერირებისთვის და მიმართონ მას როგორც საკონტაქტო პირს. საჯარო კონსულტაციების დასასრულს, მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მეტად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 12:30 საათი