აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმი გაიმართა
2017 წლის 14-15 დეკემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები (იხ: ლინკი).  აზია-წყნარი ოკეანიის ლიდერთა ფორუმში მონაწილეობდა 75 სახელმწიფოსა და 15 ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 
 
თბილისის წარმომადგენლობამ პარტნიორებს წარუდგინა ღია მმართველობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და ის რეფორმები, რომლებიც   დადებითად ცვლიან მმართველობის კულტურას თბილისში.
 
ასევე, თბილისი მოხვდა ადგილობრივი ხელისუფლებებისა და სახელმწიფოთა იმ ჩამონათვალში, რომლებმაც თავიანთი შესრულებული საქმიანობის გამო უფლება მოიპოვეს სამომავლოდ აპლიკაცია წარადგინონ OGP Multi Donor Trust Fund - ისაგან დაფინანსების მოპოვების მიზნით.