ქ. თბილისის მერიაში OGP-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 3 ნოემბერს  ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი მოხალისეობრივი მონიტორინგისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული პლატფორმების ფუნქციონალები. აღნიშნულ ფუნქციონალებთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული სახის, ძირითადად ტეკნიკური ხასიათის შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პლატფორმების საბოლოო ვერსიებში.