OGP-ის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლებისათვის ტრეინინეგების ჩატარება დაიწყო

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების თანამშრომლების ტრენინგი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თბილისის სამოქმედო გეგმის მესამე ვალდებულების შესრულების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვას თბილისის მოსახლეობის გამოკითხვისა და მათი ჩართულობის საფუძველზე.