ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 30 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი)სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებით გათვალისწინებული “smart map” - ის ადმინისტრირების საკითხები და შექმნილი ელექტრონული პლათფორმა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და შექმნილი ელ-პლათფორმის გაუმჯობესებული ფორმატის  შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.