ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 30 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება: 

1. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებით გათვალისწინებული “smart map” - ის ადმინისტრირებისა და შექმნილი ელექტრონული პლათფორმა.

 2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და შექმნილი ელ-პლათფორმის გაუმჯობესებული ფორმატის  შეთანხმება;

 3. 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; შარტავას ქ. N7 (20-ე სართ).

შეხვედრის ჩატარების  დრო: 30 მაისი, 14:00.