ქ. თბილისის მერიაში OGP- ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 31 მარტს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).  სამუშაო ჯგუფის წევრებმა თემატურად და შემდგომ მუხლობრივად განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, 2017 წლის, თბილისის სამოქმედო გეგმის მეხუთე ვალდებულებით გათვალისწინებული საკითხი, კერძოდ სამოქალაქო მონიტორინგის წესის პროექტი. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა რამდენიმე შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნები, რომლებიც აისახება საბოლოო პროექტში. ასევე განხილულ იქნა 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) სამუშაო ვარიანტი. მასთან  დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები აისახება  პეტიციის საბოლოო პროექტში.