ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 2 თებერვალს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მიმდინარეობა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნობიან 2017 წლის იანვარ-თებერვლის სამოქმედო გეგმას.