OGP-ის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. ჯგუფის წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.