ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“- ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმის შეხვედრა ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა საჯარო კონსულტაციები გამართა ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ბიზნესმენებმა სამუშაო ჯგუფს გააცნეს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების შესაძლო გზები. გამოთქვეს ინიციატივები და მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში.