ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“- ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა თბილისის ბაგა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა საჯარო კონსულტაციები გამართა თბილისის ბაგა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა აღსაზრდელთა მშობლებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. შეხვედრაზე განიხლიეს ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრაც უნდა მოხდეს პროგრამის ფარგლებში.