საჯარო კონსულტაციები თბილისის ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს საჯარო კონსულტაციებს თბილისის ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.  აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას, მათი მოსაზრებებისა თუ შენიშვნების განხილვასა და საჭიროებებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის მომზადებას.

შეხვედრის დრო და ადგილი:

21 ოქტომბერი 11:00-დან 13:00-მდე

მისამართი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას ქ. N7; 20-ე სართ.