თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID GGI, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა  და თბილისის მერიის ორგანიზებით,  გაიმართა სამუშაო შეხვედრა  "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის" შესრულებაზე თბილისის მერიის მხრიდან პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლებისთვის.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ  ინფორმაცია საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის მისიის, მიზნებისა და ისტორიის შესახებ, განიხილეს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და აქტივობები, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს სტრატეგიის წარმატებით იმპლემენტაციას. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში ახალი პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტების შესახებ, რომელიც მთავრობამ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების   სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლებში.