გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ორგანიზებით, კეთილსინდისიერების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა. სტრატეგია ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის მერიის მიერ აღებული ვალდებულების ფარგლებში განხორციელდება. სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს:

 • ღია და გამჭვირვალე მმართველობას, კორუფციისგან თავისუფალი სისტემის შექმნას;

 • მოსახლეობის კეთილდღეობისა და თბილისის ეკონომიკურ ზრდას;

 • მერიის მიმართ სანდოობის გაზრდას.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ჭინჭარაულმა, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის წარმომადგენელმა ლევან სამადაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ. მომხსენებლებმა ყურადღებასტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და დამსწრე საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდეს. ღონისძება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასებების წარმოდგენის საშუალება მიეცათ.