დღეს დიდუბის გამგეობამ უმასპინძლა თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივ განხილვას
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საზოგადოებრივი განხილვები უკვე გაიმართა საბურთალოსა და დიდუბის გამგეობებში. თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულების შესრულების მიზნით თბილისის მერიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან
ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში შეიმუშავა ქ. თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია. სამოქმედო გეგმის თანახმად,

სტრატეგიის შემდგომი დახვეწისთვის აუცილებელია თბილისის მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებასთან მისი განხილვა.

სწორედ ამ მიზნით თბილისის მერიამ დაიწყო დოკუმენტის საზოგადოებრივი განხილვების პროცესი და ამ მიზნით დღეს უკვე დიდუბის გამგეობაში გაიმართა  თბილისის მერიის გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საზოგადოებრივი განხილვა.