თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ჩაიბარა

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ანგარიში ჩაიბარა. OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადება, მისი შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.

თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარე შესრულების მდგომარეობის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი ანგარიში მოიცავდა მერიის საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესებს. სამუშაო ჯგუფმა ასევე განიხილა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტისა და თბილისის მერიის თვითშეფასების დოკუმენტის არსებული სამუშაო ვერსიები.