ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

საჯარო კონსულტაციის გამართვის ადგილი - ისნის რაიონის გამგეობა

06.09.2018

საჯარო კონსულტაციის დაწყების დრო: 12:00 საათი

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული უმცირესობების საკითხებითა და გენდერული საკითხებით დაინტერესებული პირები, სულ 15 ადამიანი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა უზრუნველყოს მერიამ ეროვნული და სხვა სახის უმცირესობების ინტერესების მიმართ პასუხისმგებლიანი, ასევე გენდერულად მეტად სამართლიანი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები.

ძირითადი სამიზნე ჯგუფი:

გენდერულ საკითხებზე, ასევე ეროვნული უმცირესობებისა და სხვა სახის უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, თბილისის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ლადო ხასიამ, მონაწილეებს წარუდგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში. აღნიშნული შეეხებოდა სამოქმედო გეგმაში ჩართულობისა და სამოქალქო აქტივობის პორტალის “Smart Map”-ის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ელექტრონული სერვისების, თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და თბილისის მერიის ღია მონაცემების ბაზების შედგენას.

საჯარო კონსულტაციის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და იდეები, რომლებიც შეეხებოდა თბილისის რამდენიმე ორ უკიდურეს წერტილს შორის უწყვეტი სატრანსპორტო ხაზის საჭიროებას, ტრანსპორტის გაჩერებებზე ტრანსპორტის რუკების საჭიროებასა და ნაგვის გატანა-გადამუშავების საკითხის დარეგულირებას.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 13:15 საათი