ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობის საჯარო კონსულტაციის ოქმი

2018 წლის 3სექტემბერი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

თბილისი, თამარაშვილის 10ა

 

შეხვედრას დაესწრნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები, სულ 40 ადამიანი.

თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის წევრმა, ლადო ხასიამ სამიზნე აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო ქ. თბილისის მერიის მიერ როგორც დანერგილი, ისე სამომავლოდ შესაძლო შესამუშავებელი სამოქალაქო ჩართულობისთვის განკუთნილი საშუალებები და პლათფორმები. საჯარო კონსულტაციის დამსწრეებმა, ასევე, მოისმინეს ანგარიში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებებისა და გასულ შეხვედრაზე მათ მიერ წამოჭრილი საკითხებისა და იდეების შესაბამისი განვითარების შესახებ.

საჯარო კონსულტაციის თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების განხილვა.

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დონეზე ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები.

დაისვა შემდეგი კითხვები და გამოითქვა მოსაზრებები:

 

  • კონსულტაციების მონაწილეებმა გამოიკითხეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმაში არსებული ვალდებულებების შესრულების ვადებისა და პროცესის სესახებ.
  • მონაწილეებმა განიხილეს თუ როგორ მოხდება მოსახლეობის ინტერესებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისას.
  • მსჯელობა შეეხო ელექტრონული სერვისებისა და სხვა საშუალებების მოქალაქეების მიერ გამოყენებისას თბილისის მერიის მხრიდან რეაგირების პირობებსა და ვადებს.

 

საჯარო კონსულტაციის დასრულების დრო: 13:30 საათი

 

მარიამ ჭანტურია

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი