საჯარო კონსულტაციები თბილისის მოსახლეობასთან

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, იწყებს შეხვედრების ციკლს თბილისის მოსახლეობასთან. თბილისის მერია საჯარო კონსულტაციებს გამართავს თბილისის მოსახლეობასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რომელიც დაესწრება ამ მიზნით წინასწარ დანიშნულ საჯარო შეხვედრებს.

საჯარო კონსულტაციების მიზანია თბილისის მერიამ მეტად ჩართოს მოსახლეობა მმართველობის პროცესში მოსახლეობის საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და თბილისის მმართველობის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ურუნველყოფისთვის.

საჯარო კონსულტაციები ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - 31 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით; მეორე ეტაპი - 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

თითოეული საჯარო კონსულტაციის ჩატარების თარიღის, დროის, ადგილის, თემატიკისა და ქვესაკითხების შესახებ წინასწარ განთავსდება ინფორმაცია ვებ-გვერდზე (ogp.tbilisi.gov.ge), რათა თითოეულმა თბილისელმა შეძლოს მისთვის საინტერესო საკითხებზე გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა.

თბილისის მერია თბილისის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების პირველი ეტაპის შესაბამისად 20 აგვისტომდე შეიმუშავებს ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიას. სწორედ ამ ვერსიის განხილვა მოხდება ისევდაისევ თბილისის მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების მეორე ეტაპის დროს (31 აგვისტო - 07 სექტემბერი). ამრიგად თბილისის მერია ჩააბარებს მოსახლეობას ანგარიშს მათი საჭიროებების შესაბამისი პროგრესის შესახებ და თბილისელებთან ერთად კიდევ უფრო განავითარებს სამოქმედო გეგმას.

საჯარო კონსულტაციების პირველი ეტაპის პირველი სამი საჯარო კონსულტაცია გაიმართება:

  1. 31 ივლისი, 12:00 საათი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., 5-6 მ/რ შორის, საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, მეოთხე სართული, საკონფერენციო დარბაზი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება (მაგალითად ასეთი მექანიზმია „შენი იდეა თბილისის მერს“ https://idea.tbilisi.gov.ge/home, რომელიც სწორედ თბილისელების საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი სურვილის შესაბამისად შეიქმნა).

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირების საჭიროებების შესაბამისი ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის) - შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 01 აგვისტო, 12:00 საათი, თამარაშვილის 10ა, ვაკის რაიონის გამგეობა

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა შეიმუშაოს მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დონეზე ჩართულობის მექანიზმები.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, მათი თავმჯდომარეები, მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

 

  1. 02 აგვისტო, 12:00 საათი, ქეთევან წამებულის N 27, სასტუმრო ძველი თბილისი, საკონფერენციო დარბაზი.

საჯარო კონსულტაციების თემატიკა:

თბილისის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის საქმიანობაში ჩართულობითი მექანიზმების შემუშავება და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვესაკითხები:

- როგორ უნდა უზრუნველყოს მერიამ ეროვნული და სხვა სახის უმცირესობების ინტერესების მიმართ პასუხისმგებლიანი, ასევე გენდერულად მეტად სამართლიანი ჩართულობის მექანიზმების შემუშავება.

- რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმები?

- საშუალებები ინფორმაციის სრაფი და მარტივი მიღებისთვის, როგორც ეფექტური ჩართულობის წინაპირობა (მაგ. ე.წ. “Smart Map”?) და შესაძლო ჩართულობის მექანიზმები (მაგ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება?)

ძირითადი სამიზნე ჯგუფი (თუმცა დასწრება თავისუფალია ყველასთვის):

გენდერულ საკითხებზე, ასევე ეროვნული უმცირესობებისა და სხვა სახის უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი.

პირველი სამი საჯარო კონსულტაციის შინაარსობრივ ნაწილს, 30 ივლისს დანიშნული ღია მმართველობის თბილისის სამუშაო ჯგუფის სხდომის შედეგად, შესაძლოა დაერთოს გარკვეული დამატებები, რაც გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ogp.tbilisi.gov.ge.