ქ. თბილისის მერიაში OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიაში OGP-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი).

შეხვედრას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა მექანიზმებისა და პლატფორმების საზოგადოებისათვის გაცნობის სტრატეგიის დოკუმენტი. ასევე განიხილეს, თბილისის ფორუმის, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი მხარე.