ქ. თბილისის მერიასი OGP-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (იხ: შეხვედრის ოქმი). სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად შექმნილი პლატფორმის პილოტირების პროცესის გეგმა და
აღნიშნული პროცესში თანამშრომლობის ორგანიზების საკითხები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამატებით განიხილეს სხდომაზე წარმოდგენილი 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პაკეტის დეტალები. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი პლატფორმების საზოგადოებისთვის გაცნობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო ჯგუფისწევრებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები.