OGP-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერის ვიზიტი თბილისში

29 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის საპილოტე პროგრამის მონაწილე  ქალაქს, ეწვევა და თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერი, ბრიტანი ლეინი.