2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა გახდება

2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის, ბ-ნი ჯო პაუელისა, და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის, ბ-ნი პოლ მაასენის, შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქ. თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და მოკლედ გააცნო OGP-ის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

დისკუსიის მეორე ნაწილში, OGP-ის წარმომადგენლებმა, ჯო პაუელი და პოლ მაასენი, ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ასევე გაიმართა მსჯელობა OGP-ის წინა თავმჯდომარე ქვეყნების კარგ პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე თავმჯდომარეობის წლის განმავლობაში.