თბილისის მერიაში OGP- ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 31 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება: 

 1.ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულებით გათვალისწინებული პეტიციის („პეტიცია თბილისის მერს“) ინსტიტუციურ-რეგულაციური და ელექტრონული მხარე;

2. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმის მეხუთე ვალდებულებით გათვალისწინებული საკითხების, სამოქალაქო მონიტორინგის წესი;

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება  2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ ანგარიში.

 

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; შარტავას ქ. N7 (20-ე სართ).

შეხვედრის ჩატარების  დრო: 31 მარტი, 11:00.