დასრულდა საჯარო კონსულტაციების ეტაპი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, მათ შორის: თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები; სოციალურად დაუცველი მოქალაქეები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თვამჯდომარეები და საზოგადოებრივი საბჭოები; ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინტერეს-ჯგუფებთან შედეგა 6 შეხვედრა და დამსწრეთა რაოდენობა ჯამში იყო 120 ადამიანი. ბენეფიციარებთან დაკავშირება მოხდა წინასწარ, გამგეობების და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მეშვეობით.

ასევე ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ“ სამუშაო შეხვედრების ციკლის ფრაგლებში გამართა კიდევ 5 შეხვედრა, რომელსაც ჯამში 120 ახალგაზრდა დაესწრო. ახალგაზრდები გაეცნენ  „ღია მმართველობა პარტნიორობის’’ პროექტს და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. შეხვედრების ციკლი სრულდება ნოემბრის პირველ კვირაში.

ჯამში გაიმართა 11 შეხვედრა 240 სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობისა და პროფესიული კუთვნილების მოქალაქესთან.