თბილისის ახალაგზრდული ცენტრების გაერთიანების შეხვედრა ახალგაზრდებთან

ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ“ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო სამუშაო შეხვედრების ციკლი ინტერესთა ჯგუფებთან: ახალგაზრდები, სტუდენტები, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ. ყველა ის ორგანიზაცია, თუ პირი, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად ჩართულია ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებაში. პირველი შეხვედრა გაიმართა 18 ოქტომბერს სტუდენტებთან. 

შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ   ახალი პროექტს: „ღია მმართველობის პარტნიორობა“, რომელშიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტია ჩართული.  სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად და მათი მეტი ჩართულობის მისაღწევად. ასევე გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ხელი შეუწყონ მის წარმატებით განხორციელებას.