საჯარო კონსულტაციები თბილისის ბაგა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს საჯარო კონსულტაციებს თბილისის ბაგა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას, მათი მოსაზრებებისა თუ შენიშვნების განხილვასა და საჭიროებებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის მომზადებას.

შეხვედრის გამართვის დრო და ადგილი:

17 ოქტომბერი 14:00-დან 16:00-მდე
მისამართი: გლდანის IV მ/რ; 205-ე საბავშვო ბაღის შენობა.