ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“- ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა ჩუღურეთის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა საჯარო კონსულტაციები გამართა ჩუღურეთის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან.

შეხვედრაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა სამუშაო ჯგუფს მოკლედ გააცნეს ის პრობლემური თემები, რომლებიც მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხვდებათ. ასევე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პრობლემების აღმოფხვრის გზების შესახებ.