„ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“- ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა საჯარო კონსულტაციები გამართა ისნის გამგეობის  სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე შეკრებილმა მოსახლეობამ ჯგუფის წევრებს გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები და არსებული პრობლემების მოგვარების გზები. მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში.