„ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“- ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დაიწყო საჯარო კონსულტაციები თბილისის მოსახლეობასთან. კერძოდ, დღევანდელ შეხვედრებს ესწრებოდნენ საზოგადოებრივ საბჭოების წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრებზე განხილული იყო მექანიზმები, რაც მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში.

დისკუსიის დროს გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, რომლებიც აისახება სამოქმედო გეგმაში.